LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ მიყვარს ასაკზე აპელირება, თუმცა, უნდა აღვნიშნო – აშკარად იგრძნობა მასში პიონერობის „მადლი“ – წილოსანი სამნიძეს პასუხობს

208
ხათუნა სამნიძე და ნინო წილოსანი

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის მის მიმართ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს: 

„ქალბატონმა ხათუნამ პიონერის ყელსაბამი რატომ არ ეკეთა ყელზეო…

„თქვენც ხომ არ დაგიბერათ შიშმა და ზურგში ხომ არ იგრძენით ნიავი? შიშისგან მზად ხართ, მთელი ქვეყნის ეროვნული ინტერესები გაწიროთ, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოთ“ – სამნიძე წილოსანს

„მაშინ როდესაც, რუსეთის ინტერესების გამტარებელ ფარცხალაძეს იცავთ, აქციების კანონი და კარვების აკრძალვა გიშველოთ?“ – მიმართა ხათუნა სამნიძემ ნინო წილოსანს.

არ მიყვარს ასაკზე აპელირება, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ მე ნამდვილად არ მომიწია პიონერობა და თქვენ ხათუნა?  აშკარად იგრძნობა მასში პიონერობის „მადლი“. – წერს ნინო წილოსანი Facebook-ზე.

ინფორმაციისთვის, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, წილოსანს ამ განცხადებით მიმართა:

„ძალიან მხატვრული კითხვით მოვისმინეთ ქალბატონი წილოსანის გამოსვლა და ერთადერთი რამ დამაკლდა თვალში, პიონერთა ყელსახვევი რატომ არ გეკეთათ ყელზე და პირდაპირ გკითხავთ, 7 ნოემბერი და 26 მაისი რომ ახსენეთ, თქვენ სად იყავით მაგ დროს აქ, ასეთი ტონით რომ გვიკითხავთ დაწერილ ტექსტებს.“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები