თბილისის 51-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის დაპირისპირების დროს დაიჭრნენ. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.