პრემიერის თქმით, მთავრობა ხუდონჰესის პროექტის მოდიფიცირებაზეც მუშაობს. როგორც მან აღნიშნა, ჰესი ისე უნდა აშენდეს, რომ სოფელი, ეკლესია და საფლავები არ დაიტბოროს.
"ეს არის საქართველოს მოსახლეობის დანაზოგები, რომელიც მაქსიმალური წინდახედულობით ძალიან მნიშვნელოვან, სახელმწიფოებრივ გრძელვადიან პროექტებში უნდა იქნეს მიმართული".
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სონღულაშვილმა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ USAID-ს მიერ ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში განახლებადი ენერგიის როლს ეხებოდა.