ევროპარლამენტის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ წაიკითხა 3 კოალიციის და ერთი პარტიის ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმადაც, ისინი არ ცნობენ 14 დეკემბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს.
„მინდა ყველა იმ მოქალაქეს მივმართო, ვინც მიუხედავად ცუდი ამინდისა, დაღლილობისა, შესაძლებლობის, მაინც ნახა ძალა, წავიდა არჩევნებზე და ელოდება გამარჯვებას“.