კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის, 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ხელისუფლებას სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარებისკენ და დამნაშავე პირებისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებისკენ მოუწოდებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო არის უწყება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სწრაფი რეაგირება, დღეს ამ უწყებაზე გადის პასუხისმგებლობის ხაზი, - აგანცხადა ნათია კაპანაძემ.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ მედიას, გამოიჩინოს სიფრთხილე ძალადობრივი ჯგუფების გაშუქებისას და არ შეუწყოს ხელი დისკრიმინაციის წახალისებას.