პროკურატურა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე დაზარალებულის უფლებამონაცვლე კონსტანტინე გამსახურდიასთვის, ასევე მისი ძმისთვის და მათი ინტერესების დამცველისთვის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაციის კიდევ ერთხელ გაცნობას გეგმავდა.
კონსტანტინე გამსახურდიას განცხადებით, აღნიშნულ საქმეს ვადა 31 დეკემბერს გასდის. მანამდე დარჩენილია ორი კვირა და ისინი მოითხოვენ პროკურატურისგან ქმედითი ნაბიჯები გადადგას ამ მიმართულებით.