Tbilisi Pride-ის განცხადებით კი, „რადიკალურ ჯგუფებს პრაიდის ფესტივალთან დაკავშირებით, საზოგადოება შეცდომაში განზრახ შეჰყავთ“, როდესაც „ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რომ თბილისის ქუჩებში ე.წ. „გეი აღლუმი“ ტარდება“.
პრორუსული და ძალადობრივი დაჯგუფების – „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი, კონსტანტინე მორგოშია მიესალმება იმ ფაქტს, რომ 26 მაისისთვის პარლამენტზე ევროკავშირის დროშა არ გამოფინეს.