LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წელს უკრაინის და ევროკავშირის დროშები მაინც ჩამოხსნეს, დასაფასებელია – ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!“ – მორგოშია 

139
კოკა მორგოშია

პრორუსული და ძალადობრივი დაჯგუფების – „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი, კონსტანტინე მორგოშია მიესალმება იმ ფაქტს, რომ 26 მაისისთვის პარლამენტზე ევროკავშირის დროშა არ გამოფინეს.

ამის შესახებ მორგოშია სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ „წელს უკრაინის და ევროკავშირის დროშები მაინც ჩამოხსნეს და ესეც დასაფასებელია“:

ვიდეო: „წელს რომ არ არის ევროკავშირის დროშა, ამაზე რა პოზიცია გაქვთ?“ – პრეზიდენტი კითხვას უპასუხოდ ტოვებს

გასული წლისგან განსხვავებით, პარლამენტის შენობაზე, 26 მაისის ღონისძიებისთვის გამოფენილ დროშებს შორის, საქართველოს დროშასთან ერთად ევროკავშირის დროშა აღარ არის.

„რეალური დამოუკიდებლობა ჯერ ისევ შორსაა!!! მაგრამ წელს უკრაინის და ევროკავშირის დროშები მაინც ჩამოხსნეს და ესეც დასაფასებელია!!! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!!! დიდება უფალს!!! გაუმარჯოს საქართველოს!!,“ – წერს მორგოშია Facebook-ზე.

ხვალ, 26 მაისს, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. აღსანიშნავია, რომ შარშან, ამ დღეს, პარლამენტის შენობაზე, საქართველო დროშებთან ერთად, ევროკავშირის დროშებიც ჩამოკიდეს, ევროკავშირის კი არა.

„საქართველო ირჩევს ევროპას“ – 26 მაისს თბილისში ევროკავშირის დროშებით მსვლელობა დაანონსდა

მოქალაქეების ნაწილმა სოციალურ ქსელში პროტესტი გამოთქვა იმის გამო, რომ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საჯარო სივრცეებიდან ევროკავშირის დროშა გაქრა და ეს მთავრობის კურსის ცვლილებას დაუკავშირეს.

მთავრობის ოფიციალური განცხადების თანახმად, ყოველწლიურად გაფორმება სხვადასხვანაირია.

მთავრობა განმარტავს, რატომ აღარ არის EU-ის დროშა საზეიმო გაფორმებაში

 

 

 

 

გამოყენებულია რადიო „თავისუფლების“ ფოტო
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები