LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსი საქართველოში

ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი გაორმაგდა

ამასთან, 3 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით ვირუსს 3 პაციენტი ემსხვერპლა. ხოლო გამოჯანმრთელდა 2 338 ადამიანი.

სიტუაცია სრულად მართვადია, პირველადი ჯანდაცვის ქსელი მობილიზებულია – რას ამბობს თამარ გაბუნია ეპიდვითარებაზე

"არის მედიკამენტი "პაქსლოვიდი", რომელიც გამოყენება პირველი 5 დღის ვადაშია შესაძლებელი. ეს კარგად მოქმედებს იმ კუთხით, რომ ამცირებს ჰოსპიტალიზაციას და არასასურველი გამოსავლის რისკს" - განაცხადა გაბუნიამ.

ცერცვაძე: ხომ არ შეიძლება ყველაფერი იკადრო? ანგაჟირებული ტელევიზიები მისდევენ ჰიტლერის და გებელსის პრინციპს – „თქვი დიდი ტყუილი, გაიმეორე ხშირად და ხალხი დაიჯერებს“

სიტყვასიტყვით ამბობდნენ, რომ დაიწყო ახალი ტალღა და ჯანდაცვის სისტემა შეხვდა აბსოლუტურად მოუმზადებელი - 100%-იანი ტყუილია. პირიქით არის - ჯანდაცვის სისტემა შემთხვევების ამ მატებას შეხვდა ძალიან კარგად მომზადებული“, - ამბობს ცერცვაძე.

ივანე ჩხაიძე: შეიძლება მივიღოთ შემთხვევების მატება, მაგრამ ეს არ იქნება იმდენად მნიშვნელოვანი, რომ დადგეს კარანტინის ან ჩაკეტვების აუცილებლობა

„ჯანმო და არც ამერიკის დაავადებათა კონტროლი არ განიხილავს დღევანდელ მდგომარეობას როგორც უახლოეს მომავალში კარანტინის, ჩაკეტვების ან მნიშვნელოვანი მატების წინაპირობად", - აცხადებს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი.