ინფორმაცია მარი მალაზონიამ საკუთარ გადაცემაში გაავრცელა. კვლევების მიხედვით, ორჯერ ნაკლები იყო რისკი "მოლნუპირავირის" მოხმარების შემთხვევაში და ორჯერ აღმატებული - მისი არმოხმარების დროს.
"ფაიზერთან“ დაკავშირებით ის დაახლოებით იმ ტიპის უნდა იყოს, რაც გრიპის დროს არის ან კიდევ სხვა ტიპის წამლები, რომლებიც სწორედ უშუალოდ კორონავირუსზე იმოქმედებენ", - ამბობს გამყრელიძე.
"ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია პაციენტის უსაფრთხოება, კლინიკური ჯგუფის გადაწყვეტილება და ის, რომ ნებისმიერი მედიკამენტი, რომელიც საქართველოში შემოვა, უსაფრთხოდ იყოს გამოყენებული", - ამბობს გაბუნია.
"კვლევის მთავარი მიზანი იყო იმის შემოწმება, რომ პრეპარატი უსაფრთხოა. დღემდე არ გვაქვს რეგისტრირებული რაიმე მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენა, რომელიც კვლევის პირველ ან მეორე ფაზაში მონაწილე რომელიმე პაციენტში გამოვლინდა".