LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრისტიან დანიელსონი

დღევანდელი შეხვედრა იყო პროდუქტიული, მაგრამ ცხადია, საუბრის გაგრძელება დაგვჭირდება: სალომე სამადაშვილი

"მოლაპარაკებების შედეგიანი დასრულება კომპრომისებს მოითხოვს და ამ პროცესში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება"

ვფიქრობ, რომ სამართლიანი პრინციპების გარშემო შეთანხმება მიღწევადია: არჩილ თალაკვაძე

დღეს კიდევ გაიმართება შეხვედრები და დღის ბოლომდე, ვფიქრობ, გამოიკვეთება შესაძლებლობა, რომ ჩვენ შევთანხმდეთ და პოლიტიკურ თანხმობას მივაღწიოთ.

კრისტიან დანიელსონი „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან ერთად ბლოკში მყოფი პარტიების წარმომადგენლებს ხვდება

შეხვედრას სალომე სამადაშვილსა და აკაკი მინაშვილ ესწრებიან. შეხვედრაზე იმყოფება "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.

განვიხილეთ საკითხები, რომელიც პოლიტიკურ დიალოგს უკავშირდება, ეს პროცესი დღეს უნდა დასრულდეს: ირაკლი კობახიძე

დღეს საღამოს მმართველი გუნდის მონაწილეობით, კრისტიან დანიელსონთან კიდევ ერთი შეხვდერა გაიმართება