LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის თემა

„50 სკოლას მოუწია დისტანციურად, ჰიბრიდულად სასწავლო პროცესის დაწყება“ – რა გამოწვევებითა და სიახლეებით დაიწყო სწავლა, მინისტრის პირველი მოადგილე განმარტავს

იმისათვის, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს და ყოველწლიურად არ იყოს ასეთი გამოწვევები, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით,  1 მილიარდი ლარია გამოყოფილი და 2026 წლამდე ჩვენ მოვახერხებთ მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას, - განაცხადა განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ.

მინდა შევახსენო 6 თვიდან 5 წლამდე ბავშვების მშობლებს, შემოდგომაზე შემოვა გრიპის ახალი ვაქცინა, აუცილებლად ჩაიტარონ, ვინაიდან წელს გრიპის შემთხვევები იქნება გაცილებით მეტი, ვიდრე იყო შარშან – ივანე ჩხაიძე

წლევანდელი გრიპის შემთხვევები იქნება გამორჩეული, იქნება გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე იყო შარშან. ამიტომ ამ მხრივ სიფრთხილე და მზაობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი - განაცხადა ივანე ჩხაიძე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“.

ივანე ჩხაიძე: კორონავირუსის პანდემიის ყველაზე ძლიერი ტალღა შესაძლებელია ოქტომბერში განვითარდეს

არ გვაქვს ილუზია იმის, რომ ახლა საქართველოში ბევრი ადამიანი დაიწყებს ვაქცინაციის პროცესს. ადამიანებმა, რომლებმაც ეს არ გააკეთეს მაშინ, როდესაც საავადმყოფოებში თავისუფალი ადგილი არ იყო და ყველაზე მძიმე მუტაცია „დელტა“ ცირკულირებდა, ახლაც არ გაიკეთებენ ვაქცინას“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ „ფორტუნას“ ეთერში.

ანა დოლიძე: „ოცნება“ იმდენ რეკლამას უკეთებს ენმ-ს, მართლა არ ვიცი, რამდენი ვალი მართებთ, მილიონი დოლარის.. ორივე ძალა გასაგდებია პოლიტიკიდან

„ოცნებას“ არ აწყობს ისეთი ოპოზიცია, როგორიც ვართ ჩვენ, რომლებიც ვეუბნებით, რომ არა მარტო საკითხობრივად გვინდა თანამშრომლობა, არამედ წარგიდგენთ იდეებს, განიხილონ, -განაცხადა ანა დოლიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“.

„როგორ უნდა დაუშვა, რომ როცა ამ დონის მისია ჩამოდის ევროპარლამენტიდან, შენ იმავე დღეს ლანძღავ მათ ელჩს.. არაადეკვატური მძღოლი ჰყავს იმ ავტობუსს, სადაც ჩვენ ყველანი ვმგზავრობთ“ – ანა დოლიძე

სხვას ვერაფერს დავუძახებ ამას, თუ არა, ძალით დაზიანებას იმ პარტნიორული ურთიერთობის, რომელიც ჩვენ გვაქვს. იქნებ ისე მაინც მოვიქცეთ, რომ კონსტრუქციული შედეგი გამოვიყვანოთ ამ პროცესიდან“, - აღნიშნა ანა დოლიძემ „ფორტუნას“ ეთერში და დასძინა, რომ პარტია „ხალხისთვის“ მზად არის საქმიანი დისკუსიისთვის.