სახელმწიფო ბრალდება ხუთივე მათგანის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - დაცვის მხარე კი დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.
როგორც ჟურნალისტებთან თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატმა განმარტა, ლაშა ბერიძის სურვილია, მისმა ადვოკატმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთოს.
პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს ბრალდება წარუდგინა.