„ნამყოფი ვარ სანტეშიც, აგროჰაბშიც, სოფლის ნობათშიც, დიდი განყოფილება აქვთ, სადაც ყოველდღიური ანალიზი კეთდება. რა კითხვა უნდა გაჩნდეს?“ - განაცხადა „ყვარლის ბაგის“ მფლობელმა.
ლაშა პაპაშვილი ირწმუნება, რომ მას შემდეგ, რაც კომპანია „ჩირინას“ მიერ მიწოდებულ ქათმის ნაკელში ანტიბიოტიკების კვალი აღმოაჩინეს, 2019 წელს „ჩირინასთან“ თანამშრომლობა შეწყდა და მას შემდეგ „ყვარლის ბაგას“ კვების რაციონში ქათმის ნაკელი აღარ გამოუყენებია.
"კარგები არიან... უკრაინელები არიან. ჩემზე ახალგაზრდები და იმიტომაც ჩავდე ინვესტიცია, რომ სწორედ მათ დავუჭირო მხარი ამ ქვეყანაში", - აღნიშნა პაპაშვილმა.