„ჩვენი ხედვა უნდა გვქონდეს, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ გვქონდეს კონსულტაციები, ვისაუბროთ აბსოლუტურად ყველასთან ოპოზიციის როლზე. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ამ კონსტრუქციული საუბრის მომხრე“ - თქვა თაზო დათუნაშვილმა.
როგორც პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ირაკლი კუპრაძემ კრწანისისა და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად მოსახლეობას ქალაქის მომავალი განვითარების ხედვა გააცნო.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ეხმაურება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც, მათი ინფორმაციით, კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატზე ზეწოლის, ძალადობის და მოსყიდვის მცდელობაა ასახული.
„ეს ყველაფერი კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშინია ჩვენი, ეშინია ჩვენი მონაწილეობის“ - თქვა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მერობის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ.