„ისინი არ იხდიან გადასახადებს, მათ არ აქვთ სამუშაო ნებართვები, ისინი ძარცვავენ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, საქართველოს ბიუჯეტს და ისინი უთანასწორო მდგომარეობაში გაყენებენ თქვენ - საქართველოს მოქალაქეებს“.
სამადაშვილის თქმით, „ლელო“ საპარლამენტო ფრაქციებთან საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად კონსულტაციებს დღესვე დაიწყებს, რათა პარლამენტის წევრების ხელმოწერების საჭირო რაოდენობა შეგროვდეს.