აქციის ორგანიზატორები მოსახლეობას 15:00 საათზე, პლატონ იოსელიანის ქ. 37 მისვლას და „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სამოქალაქო პანაშვიდზე დასწრებისკენ მოუწოდებენ.
დღეს, ზუსტად 3 საათზე, რადიოჰოლდინგ "ფორტუნაში" შემავალი ოთხივე რადიოსადგური - ფორტუნა, ფორტუნა +, არ დაიდარდო და ავტორადიო, პატივს მიაგებს გარდაცვლილი კოლეგის ხსოვნას და 1 წუთით წყვეტს მაუწყებლობას.
"ჯანდაცვის სამინისტრო სრულად იზიარებს ამ დანაკარგის სიმძიმეს, ისევე როგორც უერთდება იმ ჯანსაღ და სამართლიან მოძრაობას ამ ქვეყანაში დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის" - თამარ გაბუნია.