„პარლამენტს სჭირდება ლეგიტიმაცია და ამ ლეგიტიმაციის მთავარი წყარო არის ქართველი ხალხი, რომელმაც თავისუფალ არჩევნებში, ფარულობის პრინციპის საფუძველზე უნდა დააკომპლექტოს ხელისუფლების შტოები და ორგანოები.“
„უნდა ითქვას, რომ ამ პარლამენტის მიერ რაიმე თანამდებობაზე გადაწყვეტილების მიღება იმთავითვე არალეგიტიმური იქნება, რადგან პარლამენტის უფლებამოსილების შეწყვეტამდე დარჩენილია რამდენიმე თვე.“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, როდესაც სახელმწიფო „სასტიკად უსწორდება მშვიდობიან დემონსტრანტებს“ მთავარი პოლიტიკური პასუხისმგებლობა შს მინისტრს უნდა დაეკისროს.