„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობაში ჩართული უკვე არის, განსაკუთრებით 7-8 მარტის მოვლენებთან დაკავშირებულ საკითხებზე“ - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.
ლევან ბეჟაშვილის თქმით, რეესტრში შეყვანილი იქნება ყველა ის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც რუსეთის მიერ ფინანსდება და მათი პოლიტიკური საქმიანობის მიზანს საქართველოში რუსული გავლენების გაზრდა წარმოადგენს.
„ოპოზიცია მძევალი გახდა საკუთარი განცხადების, ან პოზიციის, რომელიც თავიდანვე ულტიმატუმის სახით შეიმუშავეს და ამ პირობას ბოლომდე ფეხს არ უცვლიან“ - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
„მზად ვართ, პროცესში აქტიური მონაწილეობა მივიღოთ, ვინაიდან ახალმა თავმჯდომარემ უნდა გააერთიანოს პარტია, მთლიანად პარტიის შემადგენლობა და აქტივი უნდა განაწყოს ახალი ბრძოლისა და გამოწვევებისთვის“ - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.