LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტა – „ყველა განხილვაში მივიღებთ მონაწილეობას“

120
ლევან ბეჟაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს და საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

ამის შესახებ პარტიის დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ფრაქცია საპარლამენტო სხდომებსა და განხილვებში მიიღებს მონაწილეობას:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობაში ჩართული უკვე არის, განსაკუთრებით 7-8 მარტის მოვლენებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე მაშინ, როცა ინტერპელაციის საკითხი იქნა განხილული.

ასევე ყველა იმ საკითხს, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივ, ეროვნულ ინტერესებს ეხება – ევროპული დღის წესრიგიდან გამომდინარე, 12 პუნქტის გეგმის შესასრულებლად  ხალხის ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩართულია და იქნება საპარლამენტო საქმიანობაში, რაც გულისხმობს, რომ ფრაქცია ყველა საპარლამენტო განხილვაში მიიღებს მონაწილეობას.

ცნობისათვის, „ნაციონალურ მოძრაობას“ საპარლამენტო ბოიკოტი ჰქონდა გამოცხადებული და პროტესტის ნიშნად, პლენარულ სხდომებს არ ესწრებოდა.

ბოიკოტით ყველა პრობლემის გადაჭრა გულუბრყვილობაა – რომან გოცირიძე ნუგზარ წიკლაურს არ ეთანხმება 

აქამდე, ენმ-ის მხრიდან პლენარულ სხდომაზე მაგიდაზე ახტომა და სპიკერატში შეჭრა ვიხილეთ, არ მგონია, პარლამენტში რაიმე პოზიტიური შემოიტანონ: მაჭარაშვილი 

“ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები