LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქამდე, ენმ-ის მხრიდან პლენარულ სხდომაზე მაგიდაზე ახტომა და სპიკერატში შეჭრა ვიხილეთ, არ მგონია, პარლამენტში რაიმე პოზიტიური შემოიტანონ: მაჭარაშვილი

78
გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში შესვლის საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ არ ჰგონია, პარტიამ პარლამენტში რაიმე პოზიტიური შეიტანოს.

“ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს

მაჭარაშვილის თქმით, აქამდე, ენმ-ის მხრიდან მხოლოდ პლენარულ სხდომაზე მაგიდაზე ახტომა და სპიკერატში შეჭრა იხილეს:

“ნაციონალურ მოძრაობას” მხოლოდ რადიკალური დღის წესრიგი აქვს და ცარიელი დღის წესრიგით ქუჩაში იქნები თუ პარლამენტში, ამით მათ საქმიანობას პოზიტიური შედეგი ვერ ექნება.

ეს პოლიტიკური ორგანიზაცია ისეთი ბუნების არის, რომ ხელისუფლებაშია თუ ოპოზიციაში, დღის წესრიგი ან არ აქვს, მხოლოდ რადიკალური დღის წესრიგი აქვს. ნეტა, ვცდებოდე, მაგრამ არ მგონია, მათ პარლამენტში რაიმე პოზიტიური შემოიტანონ. გამიხარდება, თუ მათი მხრიდან რეალური პოლიტიკური საქმიანობა დაიწყება.

სამწუხაროდ, ამ რადიკალურ ძალას ის ბუნება არ აქვს, რომ ნორმალურ პოლიტიკურ საქმიანობაში იყოს. აქამდე, მათი მხრიდან პლენარულ სხდომაზე მაგიდაზე ახტომა და სპიკერატში შეჭრა ვიხილეთ. მათ მიერ მომზადებულ ვერც ერთ კანონპროექტს ვერ დამისახელებთ, რომელიც მათ წარმოადგინეს და დისკუსია გაიმართა”, – თქვა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ,”ნაციონალური მოძრაობა” ბოიკოტს წყვეტს და საპარლამენტო საქმიანობას უბრუნდება.

ამის შესახებ განცხადება პარლამენტში ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე, ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ გააკეთა.