"მემორანდუმი დაგვეხმარება, წვლილი შევიტანოთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაუმჯობესებასა და დამატებითი შესაძლებლობების შექმნაში," - თქვა ლოიდ ოსტინმა.
"მადლობას ვუხდი მინისტრ ბურჭულაძეს ასეთი თბილი მიღებისთვის თავდაცვის მდივნის რანგში საქართველოში ჩემი პირველი ვიზიტის დროს" - წერს აშშ-ის თავდაცვის მდივანი.
დაგეგმილია საქართველოსა და ამერიკის უწყებებს შორის შეთანხმების გაფორმება, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ითვალისწინებს.