„ქართული ოცნების” დეპუტატი, მაია ბითაძე, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლას აფასებს და აღნიშნავს, რომ პრემიერის სიტყვაში ჭეშმარიტად ეროვნული ინტერესები იყო ასახული.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეა ის ადამიანი, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ საქართველოს აწმყოსა და მომავლის შესახებ და ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის სად არის სიმართლე და სად არის სიცრუე.