თუ გვინდა გადავრჩეთ და არ დავრჩეთ ბებია-ბაბუების გარეშე, უნდა ავიცრათ: მაია ჩხაიძე
"როცა არის ძალიან დიდი რაოდენობა და მოცვა დიდია, დიდ რაოდენობაში, რაც არ უნდა სუსტი იყოს შტამი, მძიმე ავადმყოფების რიცხვი ბევრი იქნება" - აცხადებს მაია ჩხაიძე
"როცა არის ძალიან დიდი რაოდენობა და მოცვა დიდია, დიდ რაოდენობაში, რაც არ უნდა სუსტი იყოს შტამი, მძიმე ავადმყოფების რიცხვი ბევრი იქნება" - აცხადებს მაია ჩხაიძე
"ფორტუნასთან" საუბრისას მაია ჩხაიძემ კორონავირუსის ახალ ვარიანტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „ომიკრონი" განსაკუთრებით სწრაფად მოზარდებში ვრცელდება, ამიტომ ვარაუდობს, რომ რამდენიმე კვირაში ბავშვებში სავარაუდოდ შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს.
თუკი პედაგოგები არ იქნებოდნენ აცრილნი, ისევე როგორც მშობლები, როგორ იქნებოდნენ ეს ბავშვები უსაფრთხოდ?!
ციციშვილის კლინიკაში ამჟამად 108 პაციენტია, აქედან რეანიმაციაში მკურნალობს 21 და 4 თავისუფალი ადგილია.
„ალბათ, კამპანია უნდა გაძლიერდეს, ყველა რგოლი უნდა ჩაერთოს. ალბათ, კარდაკარ უნდა ვიაროთ, ვისაც შესაძლებლობა გვაქვს, რომ მოსახლეობამდე მივიტანოთ.“