მანამდე, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ „უკრაინასთან დაკავშირებული „ქართული ლეგიონი“ სლოვაკეთში ანტისამთავრობო აქციების ორგანიზებაში მონაწილეობს“.
„ ჩვენ განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოვადგენთ და 2014 წლიდან ორგანიზებულად გვებრძვიან, როგორც ინფორმაციული თვალსაზრისით, ასევე ფიზიკურადაც ცდილობენ ჩვენს განადგურებას“.
„მე ვიწინასწარმეტყველე მოვლენების ეს განვითარება [უკრაინის მხარეზე მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების სისხლის სამართლებრივი დევნა] მას შემდეგ, რაც რუსეთმა ჩვენი [ქართული ლეგიონის მებრძოლების] ძებნილთა სიაში შეყვანა დაიწყო.“
რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიებმა, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმად, სამხრეთის ოლქის სამხედრო სასამართლომ უშიშროების სამსახურის „მტკიცებულებების“ საფუძველზე, „ტერორისტულ ორგანიზაციად“ აღიარა „გასამხედროებული ფორმირება ქართული ნაციონალური ლეგიონი“