LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე: „გახარიას პარტიას სია არ აქვს ჩახსნილი, პირველი 12 ადამიანი ნამდვილად ვერ შემოვა პარლამენტში, შევუწყვეტთ უფლებამოსილებას, შემდეგი 12 შემოვა, თუ სურვილი ექნებათ“

მდინარაძის თქმით, აღნიშნულს კანონმდებლობა, კერძოდ პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს და „გახარია საქართველოსთვის“ პარტიული სიიდან პირველ 12 ადამიანს, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ, უფლებამოსილება შეუწყდებათ.

„შეიძლება გული დავწყვიტო ბევრ ჩვენს მხარდამჭერსაც, მაგრამ გადაჭარბებული რეაქციებია – დიდი სახელმწიფოს, მეგობარი ქვეყნის ლიდერმა მოგვილოცა და თქვა ობიექტური რაღაცები, ხელწამოსაკრავი ქვეყანა არ ვართ“ – მამუკა მდინარაძე ტრამპისა და რუბიოს განცხადებებზე

მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი ცდილობს, საზოგადოებას დაანახოს ობიექტური რეალობა, სადაც აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ამდენი ხნის მანძილზე საქართველოსთან მიმართებით დამოკიდებულება ღიად არ გამოუხატავს.

მამუკა მდინარაძე Tbilisi Open Air-ზე მომხდარ ინციდენტზე: „სხვა ვერაფერი მოახერხეთ „ნაცურმა“ ფლანგმა და ამ მდაბიო პროვოკაციით ცდილობთ, რაღაც გამოიწვიოთ – ასეთ საკითხებზე გამოძიება არ თანამშრომლობს ოკუპანტი ქვეყნის გამოძიებასთან“

მამუკა მდინარაძემ შეკითხვა ამაზრზენ პროვოკაციას შეაფასა და განაცხადა, რომ თავად კითხვის ავტორმაც კარგად იცის, რომ საქართველო ოკუპანტ ქვეყანასთან ასეთ საკითხებზე არ თანამშრომლობს.