LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ლიდერები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პარტიული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

ირაკლი კობახიძემ პარტიის აღმასრულებელ მდივანთან, მამუკა მდინარაძესთან და გენერალურ მდივანთან, კახა კალაძესთან ერთად პარტიულ სტრუქტურებს აჭარის „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური, სულხან თამაზაშვილი წარუდგინა.

„ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი არის საკუთარი სამშობლო და მისი მსახურება – პარტიული მიზნები ასოცირებული და დაკავშირებულია ბრძოლასთან და ეს ბრძოლა არის საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლა, რომ გარედან ვერ გიმართონ შენი ქვეყანა“ – მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი პარტიის მთავარი მიზანი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით არის ის, რომ ქართველმა ხალხმა, მის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ერთად მიიღოს გადაწყვეტილებები საქართველოში და არა გარედან დანიშნულმა ვიღაც ადამიანებმა.