LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე „ოცნების“ დაგეგმილ აქციაზე: „თუკი ვინმეს უნდა რაიონიდან წამოსვლა, დაწერს შვებულებას და წამოვა“

როგორც მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ასევე აღნიშნა, დაანონსებულ აქციას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

მდინარაძე: „კონტრაქცია კი არ არის, ეს არის „ოცნების“ ორგანიზებული აქცია – ვისაც სურვილი აქვს, ყველა მოვა და დააფიქსირებს, რომ გამჭვირვალობას რუსული კი არ ჰქვია, გამჭვირვალობა ჰქვია“

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, 29 აპრილს მმართველი პატიის მიერ დაგეგმილ საყოველთაო-სახალხო შეკრება კონტრაქცია არ არის.

„საქართველომ უნდა აჩვენოს, რომ მხარს უჭერს გამჭვირვალობას, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას და სწორ ქართულ კურსს”- მდინარაძე 29 აპრილის შეკრებაზე

მმართველი გუნდის წევრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ 29 აპრილის  შეკრება, ხელისუფლების პოლიტიკური კურსის მხარდამჭერი იქნება, მისი თქმით ამ შეკრებით, საქართველომ უნდა აჩვენოს თავისი ძალა.

მდინარაძე: „2017 წელს კონსტიტუციაში რომ ჩავწერეთ, რომ ოჯახი ეს იყო ქალისა და მამაკაცის კავშირი, გვამუნათებდნენ, მაგრამ ვნახეთ, რომ სამწუხაროდ მეგობარი ქვეყნების ბევრ კანონმდებლობაში დაკანონდა ერთსექსიანთა ქორწინება“

„აქტუალური საკითხებიდან ამ ბოლო დროს, გამორჩეულია ისეთი გამოწვევები, რომელიც ვიღაცას უნდა, რომ თანამედროვე ტრენდად და თანამედროვეობის ტრენდად შემოგვასაღოს.“