LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველომ უნდა აჩვენოს, რომ მხარს უჭერს გამჭვირვალობას, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას და სწორ ქართულ კურსს”- მდინარაძე 29 აპრილის შეკრებაზე

123
მამუკა მდინარაძე

მმართველი გუნდის წევრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ 29 აპრილის  შეკრება, ხელისუფლების პოლიტიკური კურსის მხარდამჭერი იქნება. მისი თქმით, ამ შეკრებით, საქართველომ უნდა აჩვენოს თავისი ძალა. მდინარაძე იმედს გამოთქვამს, რომ ამ მიმართულებით მთელი საქართველოს მხარდაჭერა იქნება.

„ქართული ოცნება“ – „ვითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების თხოვნას და 29 აპრილს, პარლამენტის სასახლის წინ ვატარებთ საყოველთაო-სახალხო შეკრებას“

„შეიძლება აქ ბრძანდებით ბევრი ადამიანი, ვინც უჭერთ ჩვენს პოლიტიკურ კურსს მხარს. 29 აპრილს არის შეკრება, რომელიც ხელისუფლების პოლიტიკური კურსის მხარდამჭერი იქნება და საქართველომ უნდა აჩვენოს თავისი ძალა, რომ მხარს უჭერს გამჭვირვალობას, ეროვნულობას, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას და სწორ ქართულ მყარ ეროვნულ კურსს და ამაში თქვენი და მთელი საქართველოს მხარდაჭერის იმედი გვექნება” – განაცხადა მდინარაძემ. აღნიშნული განცხადება მან, ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომზადებული კანონპროექტის საყოველთაო- სახალხო განხილვისას გააკეთა, რომელიც ქუთაისში იმართება.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, საყოველთაო-სახალხო შეკრებას გეგმავს.

ნინო წილოსანი: „ვისაც გამჭვირვალობის არ ეშინია, ვინც ბავშვებს და ახალგაზრდებს თავისი მავნებლური მიზნებისთვის ფარად არ იყენებს – პარლამენტის წინ ვიკრიბებით საერთო ღირებულებების ერთგული მოქალაქეები“

მანჯგალაძე: ბიძინა, ფული და სკამი – ეს არის „ქართული ოცნების“ მთავარი სამება – ისეთი ხალხი ლაპარაკობს სარწმუნოებაზე, ვინც ეკლესიაშიც არაა ნამყოფი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები