LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი: „ვისაც გამჭვირვალობის არ ეშინია, ვინც ბავშვებს და ახალგაზრდებს თავისი მავნებლური მიზნებისთვის ფარად არ იყენებს – პარლამენტის წინ ვიკრიბებით საერთო ღირებულებების ერთგული მოქალაქეები“

146
ნინო წილოსანი

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანი 29 აპრილს მმართველი პარტიის მიერ დაანონსებულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ პარლამენტის წინ, საერთო ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ქვეყნის ერთგული მოქალაქეები შეიკრიბებიან:

„ორშაბათს, 29 აპრილს, პარლამენტის წინ ვიკრიბებით საერთო ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ჩვენი ქვეყნის ერთგული მოქალაქეები:

„ქართული ოცნება“ – „ვითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების თხოვნას და 29 აპრილს, პარლამენტის სასახლის წინ ვატარებთ საყოველთაო-სახალხო შეკრებას“

ვისაც საქართველო უყვარს,

ვინც საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტს სცემს პატივს,

ვისაც მტკიცედ სწამს ევროპულ ოჯახში გაერთიანების,

ვისაც გამჭვირვალობის არ ეშინია,

ვინც რუსეთს არ ეფარება და საკუთარ თანამოქალაქეებს არ აშანტაჟებს,

ვინც ბავშვებს და ახალგაზრდებს არ იყენებს ფარად, თავისი მავნებლური მიზნებისთვის,

ვინც საკუთარი ქვეყნისთვის სანქციებს არ ითხოვს,

ვინც საკუთარ ქვეყანაში ბომბების ჩამოყრას არ ითხოვს,

ვინც სიცრუის ტირაჟირებით არ ცდილობს სიმართლის გადაფარვას,

ვინც ჩვენს ქვეყანას პარტნიორი ქვეყნების თანასწორად თვლის,

ვინც რადიკალიზმს არ კვებავს განსხვავებული აზრის დევნით,

ვინც ძალადობას არ ახალისებს,

ვისაც არ გვსურს ნაცების ნაცისტური რეჟიმის უკან დაბრუნება.“ – წერს ნინო წილოსანი.

მანჯგალაძე: ბიძინა, ფული და სკამი – ეს არის „ქართული ოცნების“ მთავარი სამება – ისეთი ხალხი ლაპარაკობს სარწმუნოებაზე, ვინც ეკლესიაშიც არაა ნამყოფი“

ორშაბათს, 29 აპრილს, პარლამენტის წინ 🇬🇪 ვიკრიბებით საერთო ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ჩვენი ქვეყნის ერთგული…

Posted by ნინო წილოსანი • Nino Tsilosani on Monday 22 April 2024

პოპულალურები