„რეალურად, ვისაც კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯები აქვს გადადგმული, ეს არის „ქართული ოცნება“ მაგრამ არის მეორე თემა, ამ ადამიანებს არ სიამოვნებთ, როდესაც სიმართლეს ეუბნებიან.“
„როცა ეს კონკრეტული ადამიანი გამოდის და საუბრობს იმაზე, რომ საქართველო მოლდოვას ჩამორჩება, ეს ადამიანი, რბილად რომ ვთქვათ, დაცინვის ღირსია“ - ამბობს კახა კალაძე.
„წლების წინ საქართველო აღმოსავლურ პარტნიორებს შორის ლიდერი იყო, ფაქტია, რომ პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით დღემდე არასრული და ხშირად ზედაპირულია.“
„მოვუწოდებ ქართველ კოლეგებს, გააგრძელონ ყველა ზომის მიღება იმისთვის, რომ არ მოხდეს საქართველოს, როგორც უკანა დერეფნის გამოყენება რუსული სანქციების დროს“ - განაცხადა ევროპარლამენტარმა.