საკანონმდებლო ორგანომ პლენარულ სხდომაზე განიხილა საკანონმდებლო ცვლილებები და 81 ხმით მხარი დაუჭირა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს.
კანონის პროექტის მიხედვით, B და BE კატეგორიის მართვის მოწმობის აღების მსურველებს რეალურ პირობებში პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება 2022 წლის 14 მარტიდან მოუწევთ.