„წინასწარი შეფასებით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტს, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს მოქალაქეებსა და სახელმწიფოს“ - აცხადებენ უწყებაში.
ვფიქრობთ, შემდეგი წლიდან უკვე უნდა შევძლოთ და მივაღწიოთ იმას, რომ მოსახლეობისათვის ფასი გარკვეულ სამკურნალო საშუალებებზე იყოს შთამბეჭდავად დაბალი, - განაცხადა ნანა შაშიაშვილმა „ფორტუნას“ ეთერში.
"მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა საქართველოში წამლის ფასის რეგულირების მექანიზმის შემოღება მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ცვლილება მოსახლეობის საკეთილდღეოდ იმოქმედებს" - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.