"მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა საქართველოში წამლის ფასის რეგულირების მექანიზმის შემოღება მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ცვლილება მოსახლეობის საკეთილდღეოდ იმოქმედებს" - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული თურქეთის და ყველა სხვა იმპორტიორი ქვეყნიდან წამლის ხარისხის და მასთან დაკავშირებული სერტიფიკატების თუ დოკუმენტაციის გადამოწმების და კონტროლის კუთხით.