სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ორ ბრალდებულს 3-3 წლით, ხოლო ერთს 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
პროკურატურა ვიოლეტა ინასარიძისთვის აღკვეთის ღონისძიებად 5 000 ლარიან გირაოს ითხოვდა, დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საფუძველი არ არსებობდა.
პროკურორის განმარტებით, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ექიმმა მეგი ბაქრაძე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იხილა, ის ვალდებული იყო მისთვის შესაბამისი მკურნალობა დაუყოვნებლივ ჩაეტარებინა, თუმცა, არასაპატიო მიზეზით ექთანს სათანადო პირველადი სამედიცინო დახმარება არ გაუწია და კლინიკის ტერიტორია დატოვა.