„შაბათს ქართველი ხალხი არჩევნებზე მივიდა იმ საარჩევნო გარემოში, რომელიც მმართველი პარტიის პოლიტიკით შეიქმნა, მათ შორის სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების ყიდვითა და ამომრჩევლის დაშინებით.“
მეთიუ მილერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, „აშშ-ის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქის, მათ შორის პოლიციის ორი მაღალჩინოსნის სანქცირების გადაწყვეტილება არა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, არამედ გარკვეულმა ძალებმა მიიღეს“.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერი, მეთიუ მილერი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გორში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.