„ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა, გაჯანსაღება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ამერიკასთან ურთიერთობები გადასახედია და ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ეს ურთიერთობები, გაუმჯობესების კუთხით, ნამდვილად გადასახედია“ – ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ წევრი, დავით მათიკაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას.