ინტენსიურ საგანმანათლებლო ვორქშოპებზე მეწარმე ქალები იღრმავებენ ცოდნას ელექტრონული კომერციის, გაყიდვების, გუნდის მართვის, ადამიანის უფლებების, მარკეტინგის, ფინანსებისა და მეწარმეობის შესახებ.
„უწყვეტი განათლება სწორედ მაშინაა საჭირო, როდესაც რაღაც ასაკში გადაწყვეტ ის ისწავლო, რაც გაინტერესებს, გარკვეული ცოდნა და უნარები შეიძინო დაწრეტილი სახით და შეუდგე ახალ პრაქტიკებს“, - ნინო ლაგვილავა.
მეხუთე ნაკადში მონაწილეობა 29 მეწარმე ქალმა მიიღო. ინიციატივის ფარგლებში ისინი თეორიული უნარების გაუმჯობესებასა და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენას შეძლებენ.