"მეგობრებო, ტარიფი არ ძვირდება. ეს ასე რომ ყოფილიყო, მაქვს იმის შნო და შესაძლებლობა, რომ პირდაპირ ვეტყოდი მოსახლეობას ამ ყველაფერს" - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, ულიმიტო გადახდის სისტემა, თანამედროვე სატრანსპორტო სისტემის ჩამოყალიბებასა და ტრანსპორტის მართვის პოლიტიკის ოპტიმიზაციას უწყობს ხელს.