„გლდანის ციხეში არის ათასობით პატიმარი და ხელისუფლებას სურს მოაწყოს რაღაც „შუმოვკები“ და პროვოკაციული სცენები. ჩვენ არ ვითხოვთ განსაკუთრებულს, ჩვენ ვითხოვთ იმ პრაქტიკას, რაც პენიტენციურ სამსახურს აქამდე ჰქონდა,“- განაცხადა სააკაშვილის უფლებადამცველმა.
ადვოკატები ამტკიცებენ, რომ საგამოძიებო უწყებამ 32 წლის კაცს დაცვის უფლებით სარგებლობის საშუალება წაართვა და მისი ინტერესების დამცველებიც საქმის მასალების გარეშე დატოვა.
ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ოპტიმისტურადაა განწყობილი და ამიტომაც გადაწყვიტა, რომ მედიკამენტებზე უარი არ თქვას - იმისთვის, რომ შერჩეს საღი აზროვნება.