LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის საქმეზე დაკავებულ გიორგი ნარიმანიძეს ბრალის დადგენილება ადვოკატების გარეშე გააცნეს – დაკავებულის უფლებადამცველი

45
6772DBB5-F3E1-408D-A6EC-D4FF5B08AF78

ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებულ გიორგი ნარიმანიძეს, ბრალის დადგენილება უფლებადამცველების გარეშე გააცნეს.

ადვოკატები ამტკიცებენ, რომ საგამოძიებო უწყებამ 32 წლის კაცს დაცვის უფლებით სარგებლობის საშუალება წაართვა და მისი ინტერესების დამცველებიც საქმის მასალების გარეშე დატოვა.

ნარიმანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

„ის, რომ ადვოკატისთვის შეტყობინების გარეშე გამომძიებელი ქურდულად შეიპარა იზოლატორში და ბრალის დადგენილება ჩააბარა ბრალდებულს, თანაც ისე, რომ არ დააფიქსირა მისი პოზიცია, რომ ის ითხოვდა ადვოკატს, იმისკენ მიუთითებს, რომ პროკურატურას ამ საქმეში აქვს მკაფიო მიზანი და ეს არის არა მართლმსაჯულება, არამედ შურისძიება და კონკრეტული ადამიანების დასჯა“, – განაცხადა ნარიმანიძის უფლებამდამცველა, შოთა თუთბერიძემ. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოყვანის საქმეზე, სამართალდამცველებმა მე-4 პირი, გიორგი ნარიმანიძე გუშინ დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის ფაქტზე დაკავებული პირი ტრაილერის მძღოლია

მისთვის წაყენებული ბრალი მძიმე დანაშაულის დაფარვას და მიგრანტის უკანონოდ გადაყვანას გულისხმობს.  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სააკაშვილის შემოსვლის საქმეზე დაკავებულის ოჯახის წევრი: ტრაილერით დადის, თუმცა ასეთ რამეს არ გაბედავდა – გაიხაროს იმან, ვინც სააკაშვილს ეხმარება

პოპულარულები