მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის ფაქტზე დაკავებული კიდევ ერთი პირი ტრაილერის მძღოლი გიორგი ნიორაძეა.
არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებული გიორგი ნიორაძე, სააკაშვილის საქართველოშ შემოყვანის საქმეზე დაკავებულ ელგუჯა ცომაიასთან მუშაობდა.
ტრაილერის მძღოლი შიდა ქართლში, კასპის რაიონში მოხდა.
„ახლა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ჩემი აცილების საკითხი უნდა დააყენონ. ბრალდებულებზე ზეწოლას ახდენენ და გვიზღუდავენ საქმიანობას. არ გვეძლევა საშუალება სრულად განვახორციელოთ ბრალდებულების დაცვა. ტრაილერის რიგითი მძღოლია. სხვა ბრალდებულებთან არანაირ კავშირშია. ბრალის წარდგენა ჯერ არ მომხდარა“, – აღნიშნა გიორგი ნიორაძის ადვოკატმა.
ცნობისთვის, გიორგი ნიორაძეს ბრალად დანაშაულის დაფარვა ედება. სამართალდამცველებმა საქმეზე ამავე ბრალდებით უკვე სამი პირი დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.