„რას აკეთებთ ხალხო? სასამართლოს, რა თქმა უნდა, შეუძლია, მოყვანის გარეშე გაასამართლოს, თქვენ ახლა აფურთხებთ კონსტიტუციას“, – მიმართა გიგი უგულავამ მოსამართლეს.
უფლებადამცველმა ბექა ბასილაიამ განაცხადა და თქვა, მესამე პრეზიდენტს არც კი შეატყობინეს, რომ პროცესზე დასწრებასთან დაკავშირებით სასამართლოდან შესაბამისი მოთხოვნა იყო გაგზავნილი.
„არა მხოლოდ ცივილიზებულ სამყაროში, არამედ დიქტატორულ სახელმწიფოებშიც კი, აი, ნავალნის პროცესიც კი, პუტინის რუსეთში, ტარდება მედიის გაშუქების ფონზე“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ბასილაიას თქმით, პენიტენციური სამსახურის განცხადებები, რომ ყველაფერი წესრიგშია, არის მტკნარი სიცრუე და სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ გაკეთებული განცხადებები მათი ინტერპრეტაცია არაა.