"ჩვენ ყველას ვუშვებთ, რომ მოინახულონ და ნახონ, რა პირობებშია ის. ჩვენ რომ მწამებლები ვიყოთ, ჩვენ რომ გვინდოდეს მისი უფლებების რაიმე ფორმით შეზღუდვა, შევუშვებდით ამდენ ხალხს მის სანახავად?" - იუსტიციის მინისტრი
ჯონ სენდვიჯის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა სავარაუდოდ, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, პატიმრობაში მყოფი პირების მხრიდან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას გამოიწვევს.
მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ექიმმა ჟურნალისტებთან ასევე თქვა, რომ მას ყოფილი პრეზიდენტის გასინჯვის საშუალება არ მიეცა, რადგან ციხეში ის დეპუტატის სტატუსით შეუშვეს.
„ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტებით ექსპერტიზა, მათ შორის, სტამბოლის პროტოკოლით, რაც გულისხმობს, როგორც უფლებრივი მდგომარეობის ანალიზს, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის ანალიზს, გაიცემა რეკომენდაციები“, - განაცხადეს ცენტრში.