LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი დღეიდან უარს ამბობს სამედიცინო მეთვალყურეობაზე, ანალიზებზე და იმ პროცედურებზე, რომელიც მას შიმშილობის პროცესს უმსუბუქებს: სააკაშვილის უკრაინელი ექიმი

75
მაქსიმ პერებინისი - სააკაშვილის უკრაინელი ექიმი

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ექიმის მაქსიმ პერებინისის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, დღეიდან სამედიცინო მეთვალყურეობაზე უარს ამბობს.

მისი თქმით, ეს  ნიშნავს, რომ ყოფილი პრეზიდენტი უარს ამბობს ანალიზებსა და იმ სამედიცინო პროცედურებზე, რომელიც მას შიმშილობის პროცესს უმსუბუქებს.

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ექიმმა ჟურნალისტებთან ასევე თქვა, რომ მას ყოფილი პრეზიდენტის გასინჯვის საშუალება არ მიეცა. ამასთან, არ ჰქონდა მის სამედიცინო ისტორიასთან წვდომა, რადგან პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ ის დეპუტატის სტატუსით შეუშვა.

„სამწუხაროდ, მე არ მომეცა საშუალება გამესინჯა მიხეილ სააკაშვილი როგორც ექიმს, იმიტომ, რომ სასჯელაღსრულების ადმინისტრაციამ მე შემიშვა როგორც მხოლოდ დეპუტატი. ჩვენ ვსაუბრობდით შუშის მიღმა.

მე ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც 27 დღის განმავლობაში შიმშილობს, არის პაციენტი, რომელიც საჭიროებს სამედიცინო დაკვირვებას, გარკვეულ მედიკამენტოზურ ანალიზებს.

მიშამ თქვა, რომ დღევანდელი დღიდან, იმის გამო, რომ მას უარს ეუბნებიან იურიდიულ დახმარებაზე, უარს ამბობს სამედიცინო მეთვალყურეობაზე, ის უარს ამბობს ანალიზებზე და იმ სამედიცინო პროცედურებზე, რომელიც მას უმსუბუქებს შიმშილობის პროცესს.

ამ მომენტისთვის ციხის ადმინისტრაციამ მე არ მომცა წვდომა მის სამედიცინო ისტორიაზე, მისი ანალიზების შედეგებზე, მისი ტესტების შედეგებზე, და ის ინფორმაცია, რომელიც მე მაქვს, მაქვს ჩემი კოლეგა სხვა ექიმებისგან, რომლებსაც აქვთ ურთიერთობა მასთან და ასევე, მაქვს ინფორმაცია თავად მიშასგან.

რაც შეეხება დიაგნოზს, ეს არის სამედიცინო საიდუმლოება და მხოლოდ თავად სააკაშვილს შეუძლია ამაზე საუბარი. რაც შეეხება იმას, რამდენად საჭიროებს ის სამედიცინო კონტროლს, რა თქმა უნდა, ეს აუცილებელია და იქიდან გამომდინარე, რომ ის უარს ამბობს ამის მიღებაზე, ეს კიდევ უფრო გაართულებს და გაზრდის რისკებს შიმშილობის პერიოდში“, – განაცხადა მაქსიმ პერებინისმა.

ადვოკატის თქმით, სააკაშვილი პროტესტის ფორმების უფრო გამწვავებას არ გამორიცხავს – განიხილება მშრალი შიმშილობაც

“წარმოუდგენელი რამ ხდება, სააკაშვილს წაართვეს დაცვის უფლება” – ადვოკატის ინფორმაციით, შუშის ბარიერიც ამოქოლეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g