"ვიმედოვნებ, რომ ნამდვილად დადგა ის დრო, როდესაც უნდა მიიღონ ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება, სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა" - განაცხადა ნაყოფიამ.
პროცესზე წარმოდგენილი იყო პენიტენციური სამსახურის მიერ შედგენილი ოქმიც, რომელშიც სააკაშვილი აცხადებდა, რომ მისი დასწრების გარეშე სხდომა არ ჩატარებულიყო. სხდომა 20 ივნისს ჩატარდება.