"მაქვს ძლიერი ტრემორი და თავბრუსხვევა, ორივე ხელში და სულ უფრო ძნელად, რთულად ვიმორჩილებ კიდურებს, განსაკუთრებით მარცხენა ხელს, მაქვს მუდმივი ძლიერი ტკივილი ქვედა კიდურებში" - აცხადებს სააკაშვილი.
"ვიმედოვნებ, რომ ნამდვილად დადგა ის დრო, როდესაც უნდა მიიღონ ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება, სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა" - განაცხადა ნაყოფიამ.