LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი სრულად წოლით რეჟიმზეა გადასული: შოთა თუთბერიძე

75
სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში მისმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ მოინახულა.

უფლებადამცველის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და მესამე პრეზიდენტი სრულად წოლით რეჟიმზეა გადასული.

როგორც თუთბერიძემ აღნიშნა, ელოდებიან მესამე პრეზიდენტთან ექსპერტთა ჯგუფის დაშვებას, რათა შეაფასონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მისივე თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მიხეილ სააკაშვილი ხვალ, სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება.

უფ­ლე­ბა­დაც­ვე­ლი კი­დევ ერთხელ მო­ი­თხოვს, რომ კლი­ნი­კა­ში სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტე­ბის ჯგუ­ფი და­უშ­ვან, რომ­ლე­ბიც სა­ა­კაშ­ვი­ლის მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დებს და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას შე­ა­ფა­სე­ბენ.

“ჩემი აზ­რით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლია. რო­გორც მან მი­თხრა, სრუ­ლი­ად წო­ლით რე­ჟიმ­ზეა, მეც მწო­ლი­ა­რე დამ­ხვდა. არ ვიცი სა­მე­დი­ცი­ნო ჩვე­ნე­ბე­ბი და ანა­ლი­ზე­ბის პა­სუ­ხი.ცხა­დია, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი კლი­ნი­კა­შია, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის პო­ზი­ტი­უ­რი ძვრე­ბი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­კენ არ შე­იმ­ჩნე­ვა. კი­დევ ერთხელ მო­ვი­თხოვთ ექ­სპერ­ტე­ბის დაშ­ვე­ბას, მათ უნდა შე­ა­ფა­სონ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­მე­დი­ცი­ნო კუ­თხით, უნდა შე­ა­ფა­სონ რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია მკურ­ნა­ლო­ბა. ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, რომ მან სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე შეძ­ლოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ის ვერ გა­და­ად­გილ­დე­ბა, ძა­ლი­ან სუს­ტად არის, კუნ­თე­ბის გან­ლე­ვა აქვს. მისი თქმით, მან მკვეთ­რად და­კარ­გა წონა, ვერ იღებს საკ­ვებს, მხო­ლოდ სი­თხე­ებს. სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­მე­დი­ცი­ნო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა”,- აღ­ნიშ­ნავს თუთ­ბე­რი­ძე.