"ეს არის შიში, რადგან ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ არაძალადობრივი, მაგრამ მწვავე პროტესტი არ გაჩერდება მანამ, ვიდრე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს არ დააკმაყოფილებენ" - ამბობს მინაშვილი.
სუბარმა ციხის თანამშრომლებს „მოთმინების გამოჩენისთვის“ მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი მე-18 დაწესებულებაში კანონის ფარგლებში შეასახლეს.
„ჩვენი პარტნიორები საუბრობენ, რომ სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანდაცვის უფლება უნდა იყოს დაცული. სააკაშვილმა გადმოდგა ნაბიჯი და ახლა ჯერი „ქართულ ოცნებაზეა,“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.