LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი: მიხეილ სააკაშვილი არ წყვეტს შიმშილობას, ვიდრე მისი მოთხოვნა, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესახებ, არ შესრულდება

78
შოთა თუთბერიძე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტი შიმშილობას არ წყვეტს მანამ, ვიდრე მისი მოთხოვნა, სამოქალაქო სამედიცინო კლინიკაში გადაყვანის შესახებ, არ შესრულდება.

როგორც ადვოკატმა გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო რთულია, ის თავს მხნედ გრძნობს.

„გწერ როგორც მშობელი მშობელს, კოლეგა კოლეგას… ნამდვილად არ გისურვებ შენ მოხვდე ჩემს მდგომარეობაში“ – ნიკოლოზ სააკაშვილი რატი ბრეგაძის მამას მიმართავს

„ბუნებრივია, ვისაუბრეთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელაიც ყოველდღიურად უარესდება და ეს მოსალოდნელიც არის. მისი პოზიცია არის უცვლელი და მზადყოფნას გამოთქვამს გაითვალისწინოს ევროსასამართლოს მოწოდება, თუ ხელისუფლება თავის წილ პასუხისმგებლობას აიღებს და შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამს.

ინდიკატორი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება აპირებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას, არ არსებობს, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე შიმშილობს და არ შეწყვეტს, სანამ ის პირობები არ შესრულდება, რაზეც მან უკვე ისაუბრა ვრცლად,“- განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

ლიზა იასკო: მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დროს მესმოდა პატიმრების შეძახილები, ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას არ აუმჯობესებს

მისივე თქმით, მათ ასევე ისაუბრეს იმ მდგომარეობაზე, რაც სამართლებრივი თვალსაზრისით არის შექმნილი.

„მისი საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ მისთვის, არამედ საქართველოსთვის, როგორც სახელმწიფოსთვის და იმედია, საქართველოს მთავრობა მისი კერძო, ვიწრო ჯგუფის ინტერესებით არ დააზარალებს სრულიად სახელმწიფოს და რაიმე ტიპის დესტრუქციულ ქმედებას არ მიჰყოფს ხელს.

მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, ის არ მხნედ და მიიჩნევს, რომ უნდა იბრძოლოს და იბრძოლებს გამარჯვებამდე, სანამ ის პირობები არ იქნება შესრულებული, რომელიც მან გააჟღერა“, – განაცხადა ადვოკატმა.

სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი: ეს არ არის სამკურნალო დაწესებულება, ეს არის საპატიმრო – აქ არ შეიძლება ვინმეს უსაფრთხოების დაცვა, განსაკუთრებით ყოფილი პრეზიდენტის